20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
რა შემთხვევაში ხვდებიან ​კოვიდინფიცირებულები საავადმყოფოში - რა მდგომარეობაა კლინიკებში რეკორდულად გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე

18 274 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი, ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა დღეს. "ომიკრონი" ვრცელდება, თუმცა შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი მიმდინარეობისაა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 1%-ს დაჭირდა. შემთხვევების მატება არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე, მობილიზებული საწოლების 40% თავისუფალია. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ძირითადად უკავშირდება "დელტა" შტამით ინფიცირებულების მართვას. მედიკოსები ამბობენ, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში კონტროლდება.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოვიდპაციენტების ბინაზე სწორად მართვა, ჰოსპიტალური სექტორის ოპტიმალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად:

"პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ოჯახის ექიმების სწორად მართვის შედეგად ადამიანები ამ ყველაფერს დაამარცხებენ ბინაზე და ამით, კიდევ უფრო მატების შემთხვევაში, რაც მოსალოდნელია თებერვალში, ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ ჰოსპიტალურ სექტორს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად ექნება ამის საჭიროება," - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე "ბუსტერ" დოზებით ვაქცინაციის გააქტიურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამაზე სავარაუდოდ წამახალისებელმა ღონისძიებებმა იმოქმედა.

"რეანიმაციული საწოლები 50 გვქონდა და აქ მკვეთრი მატება არ აღინიშნება. პაციენტები, რომლებიც ჩვენთან ხვდებიან, არიან 60 წელს ზემოთ აუცრელი, თანმხლები ქრონიკული დაავადების. მნიშვნელოვანია, რომ "ბუსტერ" დოზების მატება მოხდა და განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში, რაც სავარაუდოდ დადებითი ეფექტია იმ ღონისძიებისა, რომელიც გატარდა ამ მიმართულებით,"- აღნიშნა ჯავარა უგრეზელიძემ.

დღის ამბები