20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
"ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხვდება - კულუმბეგოვი

23 664 - ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - სტატისტიკის თანახმად ყველაზე მეტიინფიცირებული კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულემბეგოვის თქმით, "ბუსტერ" დოზა კლინიკაში მოხვედრის რისკს 95%-ით ამცირებს. 

"ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მის შიდა გავრცელება არ იღებდეს  იმ ფორმას, სისწრაფეს და გავრცელებას, რომელიც დღეს აქვს. უნდა დაიცვათ პირბადის ტარების წესი. მნიშვნელოვანია  განსაკუთრებით მე-3 დოზის გააქტიურება. მე-3 დოზის გააქტიურების შემთხვევაში 50-დან 68%-მდე იზრდება ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე ადამიანს ეძლევა გარანტია, რომ "ომიკრონის" განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხვდება,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი

დღის ამბები