19 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
ავარია აღმაშენებლის ხეივანში - BMW-ს მარკის ავტომობილს შეჯახებისას ცეცხლი გაუჩნდა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

აღმაშენებლის ხეივანში ავარიის დროს, ორი მანქანის შეჯახების შედეგად ცეცხლი გაჩნდა და ერთ-ერთი, BMW-ს მარკის ავტომობილი მთლიანად დაიწვა. 

მანქანაში მყოფი სამივე ადამიანი დაშავდა, ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 

ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. 

 

 

 

 

დღის ამბები