თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხ თანამშრომელს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - აღკვეთის ამ ღონისძიებას პროკურატურა ითხოვდა.
ბრალდებულები ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ - ადვოკატები კი აცხადებენ, რომ საქმეში ქრთამის აღების მტკიცებულებები არ დევს.
საპირისპიროა ბრალდების პოზიცია - ცნობილია, რომ საქმე ფარულად მოპოვებულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებსაც მოიცავს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავების შესახებ სუსმა ინფორმაცია ორი დღის წინ გაავრცელა, ბრალდებულებს ჯგუფურად თაღლითობასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. სქემის დეტალებზე ჯერ არაფერი თქმულა.