24 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
პეკინში ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი იასპარეზებს

დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით, პეკინში ზამთრის 24-ე ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ჩინეთის დედაქალაქში 9 ქართველი სპორტსმენი 15 სახეობიდან სამში იასპარეზებს.

ქართული დელეგაციისთვის ეს ზედიზედ ზამთრის მე-8 ოლიმპიადაა, 9 მონაწილე კი ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული რაოდენობაა.

ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გუშინ, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები, მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.

ცნობილია სპორტსმენების გამოსვლის განრიგიც - მათ შორის, ქართველი მონაწილეების. დღეს უნდა იასპარეზოს მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.

დღის ამბები