03 მაისი 2024,   11:38
ვრცლად
ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზირებულია - მას კოვიდის გამო ფილტვების 75%-იანი დაზიანება დაუდგინეს

რუსი პოლიტიკოსი ვლადიმირ ჟირინოვსკი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულია. მას  ფილტვების 75%-იანი დაზიანება დაუდგინეს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიაში ვრცელდება.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მოსკოვის საავადმყოფოში ორმხრივი ფილტვების ანთებით მოხვდა, რომელიც კორონავირუსის ფონზე განვითარდა.

ასევე რუსულ მედიის ცნობით, 75 წლის ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსული ვაქცინით 7-ჯერ არის აცრილი.

დღის ამბები