16 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
უკრაინის პროკურატურა განიხილავენ საქმეს, რომ სააკაშვილი დაზარალებულია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან -  ევგენი გრუშოვეცი

სცნო თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი უკრაინის პროკურატურამ დაზარალებულად - მიხეილ სააკაშვილის ქართველი და უკრაინელი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ უკრაინის საგამოძიებო ორგანომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს შესაბამისი სტატუსი უკვე მიანიჭა.

საქმე ეხება რუსთავიდან გლდანის ციხეში სააკაშვილის ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებს. 

უკრაინელი ადვოკატის თქმით, უკრაინის პროკურატურიდან მიიღო დოკუმენტი, სადაც სააკაშვილი დაზარალებულად არის მიჩნეული. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესაბამისად დაიწყო.

"ჩვენი განცხადების საფუძველზე უკრაინის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და არასათანადო მოპყრობაზე. იანვარში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, მან დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ სურდა ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ცნობილიყო დაზარალებულის სტატუსით. ჩვენ ეს განცხადება გავუგზავნეთ გენერალურ პროკურატურას, უწყებამ კი გუშინ გვიპასუხა, რომ ისინი ნამდვილად იძიებენ ასეთ საქმეს, ისინი განიხილავენ საქმეს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან დაზარალებულს," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

სააკაშვილს უკრაინის პროკურატურის გადაწვეტილება მისმა ქართველმა ადვოკატმა გააცნო.

"ნებისმიერი ის პირი, ვინც მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, აუცილებლად აგებს პასუხს. დამოუკიდებელი და ობიექტური საგამოძიებო ორგანო ცხადია დაინახავდა დანაშაულის ნიშნებს," - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

დღის ამბები