84 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა. დათუნაშვილი იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც თბილისის დინამოს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული პირველად მოაგებინა.
1964 წელს ფინალში დინამოელებმა 4-1 გაიმარჯვეს მოსკოვის ტორპედოსთან, მან კი დუბლი შეასრულა. დათუნაშვილს ეკუთვნის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეკორდიც - ერთ მატჩი ყველაზე მეტი, 5 გოლი. მან ეს 1966 წლის 22 სექტემბერს ერევნის არარატთან შეხვედრისას შეძლო, როდესაც 27 წუთში სომხებს 5 ბურთი გაუტანა.