04 მაისი 2024,   20:51
ვრცლად
უკრაინის ცა აღარ იკეტება - მთავრობამ ავიაკომპანიების შეღავათებისთვის 660 მილიონ დოლარზე მეტი გამოჰყო

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს უკრაინის ცა დაიკეტებოდა, არ გამართლდა. გვიან ღამით გაიმართა უკრაინის მთავრობის სხდომა, რომელზეც იმსჯელეს იმ შეღავათებთან დაკავშირებით, რაც უნდა დაუწესდეს ავიაკომპანიებს.

როგორც ცნობილია, მათ ჰქონდათ გარკვეული პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებიც უარს აცხადებდნენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით გამოიყო 16.5 მილიარდზე მეტი გრინა იმისთვის, რომ უკრაინაში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს ფრენები. საუბარია, დაახლოებით, 660 მილიონ დოლარზე. შესაბამისად, ფრენები უკრაინაში გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, გარდა გარკვეული კომპანიებისა, რომლებიც 16, 17 და 18  თებერვალს უარს აცხადებენ ფრენებზე.

ასევე, აღსანიშნავია Turkish Airlines-ის პოზიციაც - ის ფრენებს გააგრძელებს, თუმცა სთავაზობს მის მომხმარებლებს, გადაცვალონ ბილეთი ნებისმიერ დროს, თუმცა, ფრენები უნდა განხორციელდეს იმავე მარშრუტით და იმავე ავიარეისებით. მათ ბილეთები არაუგვიანეს 31 მარტამდე უნდა გადაცვალონ.

დღის ამბები