18 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
"ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, კიდევ რომელ ოჯახს გაამწარებს..."- რას ყვებიან ადგილობრივები კონდოლში მოხდარ მკვლელობაში ბრალდებულზე

კახეთში შვილის თანდასწრებით ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ 5 დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში დააკავა. გარდაცვლილთა ახლობლები დამნაშავის უმკაცრესი ზომით დასჯას მოითხოვენ. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულს მსგავსი დაბაშაული წარსულშიც აქვს ჩადებილი. 

"ორი ადრე მოკლა, ორი ახლა მოკლა, რომ გამოვა კიდევ რომელ ოჯახს გაამწარებს. აუცილებლად, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს," -  ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.  

შეგახსენებთ, მკვლელობა თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან, მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ფაქტის მოწმეა 16 წლის მოზარდი. ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

34 წლის მწყემსს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

დღის ამბები