03 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
ვითარება უკრაინაში - დონბასში ცეცხლი კიდევ ერთხელ გახსნეს

დონბასში ცეცხლი კიდევ ერთხელ გახსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სოფელ სტანიცა ლუგანსკაში სეპარატისტების გასროლილი ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა. რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უკრაინის ხელისუფლების განაცხადებით, ლუგანსკაში გუშინ დილითაც გახსნეს ცეცხლი საოკუპაციო ძალებმა, რა დროსაც ჭურვები საბავშვო ბაღს მოხვდა. შემთხვევა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პროვოკაციად შეაფასა.

დღის ამბები