03 მაისი 2024,   11:28
ვრცლად
ლუგანსკში გაზსადენი "მეგობრობა" აფეთქდა

აფეთქება ლუგანსკში - სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომლის კომენტარებით ირკვევა, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონში გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ დიდი ხანძარი გამოიწვია.

როგორც BBC წერს, აფეთქების კონკრეტული მიზეზების და შედეგების შესახებ ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. 

ვიდეო აქტიურად ვრცელდება რუსულ მედიაში და სოციალურ ქსელებში. 

რეგიონში დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა მოკავშირეებთან ერთად არაერთი განცხადება გააკეთა, რომ რუსეთი გეგმავს "ცრუ ოპერაციას", რომლის მიზანი უკრაინაში შეჭრაა.

დღის ამბები