03 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ​უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს, საელჩო კი კიევიდან ლვოვში გადააქვს

დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა, ვიდრე მგზავრობის კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ არსებობს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანას მისი საელჩო კი კიევიდან ლვოვში გადააქვს. 

უწყების ცნობით,ლვოვში გადავლენ დიპლომატიური უწყების თანამშრომლებიც.

"რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა ელოდონ გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ან ევაკუაციაში დახმარებას," - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ამბები