03 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის რისკის გამო, ჰააგაში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - ევროპას ძლიერი შტორმი უტევს, არის მსხვერპლი

10 ადამიანი ემსხვერპლა შტორმს დასავლეთ ევროპაში. ნიდერლანდების სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შტორმმა 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჰააგაში ეკლესიის სამრეკლოს ჩამონგრევის რისკის გამო, რამდენიმე ათეული სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

გარდაცვლილები არიან გერმანიაშიც. მანამდე მედია დიდ ბრიტანეთში 3 და ბელგიაში 1 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა.

დღის ამბები