04 მაისი 2024,   21:24
ვრცლად
ქალს 6 წელია თავი შამპუნით არ დაუბანია - ამერიკელი ბლოგერის თქმით, მისი თმა უფრო ბზინვარე გახდა

აშშ-ში ბლოგერს თავი 6 წლის განმავლობაში არ დაუბანია.​ ვეგეტარიანელმა ლორა ეშლიმ 6 წლის წინ შამპუნზე, კონდენციონერსა და თმის მოვლის საშუალებებზე უარი თქვა.

მისი განცხადებით, თმას მხოლოდ წყლით იბანს და შემდეგ ივარცხნის. 

პარალელურად, ეშლიმ მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება დაიწყო და საკვები რაციონიდან ცხოველური წარმოშობის საკვები ამოიღო, მათ შორის, ყველი, რძე და ნებისმიერი ხორცეული.

"შევამჩნიე, რომ ჩემი თმა უფრო ბზინვარე გახდა. გარდა ამისა, თმა სასწაული სისწრაფით იზრდება," - განაცხადა მან. 

დღის ამბები