20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს - სად როგორი ამინდი იქნება 4 დღის განმავლობაში 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მთაში მოსალოდნელია თოვლი. 

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე დათბება. 

"21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება,"- ნათქვამია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  




დღის ამბები