03 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
პუტინს სურს მსოფლიომ დროში უკან იმოგზაუროს, სანამ იმპერიები მართავდნენ მსოფლიოს, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა - ლინდა თომას-გრინფილდი

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. დონეცკის და ლუგანსკის აღიარების შემდეგ, სხდომის ჩატარება შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა მოითხოვეს. სხდომაზე მიწვეული იყო უკრაინის მისიის ხელმძღვანელიც.

დიპლომატებმა, უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასეს. სხდომაზე რუსეთის საქართველოში შემოჭრაც გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს, რომ ხვალ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიძლება კიდევ სხვა ქვეყანა გახდეს.

"პუტინმა განაცხადა, რომ ამ რეგიონებში რუსულ ჯარებს განათავსებს, ის მათ მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ეს აბსურდია. ჩვენ კარგად ვიცით ვინ არიან ისინი. გვერდით არ უნდა გავიხედოთ, ისტორია გვეუბნება, რომ ასეთ მტრულ გარემოში გვერდით გახედვა უფრო ძვირად დაგვიჯდება.

რუსეთის თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, არაპროვოცირებულია. ეს არის თავდასხმა გაეროს წევრის სახელმწიფოების უკრაინის სტატუსზე. პრეზიდენტ პუტინის ეს ნაბიჯი, ნათლადაა მცდელობა შექმნას პროტექსტი უკრაინაში შემდგომი შეჭრისთვის. პუტინს სურს მსოფლიომ დროში უკან იმოგზაუროს, იმ დროში, სანამ იარსებებდა გაერო და იმპერიები მართავდნენ მსოფლიოს, მაგრამ დანარჩენი მსოფლიო წინ წავიდა,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი.

დღის ამბები