03 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრი კულებას ტელეფონით ესაუბრა და ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ის ღონისძიებები განიხილეს, რომელსაც შეერთებული შტატები რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ახორციელებს, აღინიშნა, რომ ასევე იგეგმება არაერთი დამატებითი საპასუხო ნაბიჯიც.  

სახელმწიფო მდივანმა დმიტრი კულებასთან საუბრისას ისიც დასძინა, რომ მოუთმენლად ელის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირადად შეხვედრას, რომელიც ხვალ ვაშინგტონშია დაგეგმილი. 

დღის ამბები