03 მაისი 2024,   11:24
ვრცლად
"კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადაწერა 2008 წლის განკარგულება საქართველოს შესახებ, ეს ასლია" - უკრაინის ელჩი გაეროში

უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ კრემლის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, იმ განკარგულების ასლია, რომელიც მათ 2008 წელს საქართველოს შესახებ გამოსცეს:

"გაერო ავადაა. მას კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი დაემართა. დანებდება თუ არა ამ ვირუსს? ეს წევრების ხელშია. დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადაწერა 2008 წლის განკარგულება საქართველოს შესახებ - ეს ასლია. არავითარი კრეატიულობა არ გამოუჩენია. ასლის გადამღები მანქანა კრემლში კარგად მუშაობს. ვინ არის შემდეგი გაეროს წევრებს შორის? ეს შეკითხვა ღიაა,"- აცხადებს უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა

დღის ამბები