უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანნა მალიარი კიევის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რუსული სამხედრო ძალის უახლოეს დასახლებულ პუნქტებში სავარაუდო შესვლაზე წერს.
"ვორზელი, კიევის რეგიონი: შესაძლოა მოწინააღმდეგის შემოსვლა უახლოეს დასახლებულ პუნქტებში. იყავით მზად! " - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანნა მალიარი.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.