ქუთაისში აქციები გრძელდება ქუთაისში - უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათ უკრაინის მხარდასაჭერი ბანერები გაშალეს.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს.