25 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
როგორც კი ეკლესიის ზარების ხმას გაიგებთ, ჩადით თავშესაფრებში - უკრაინის მოსახლეობას განგაშის ზარს ტაძრებიდანაც ამცნობენ

ავიადარტყმების გამაფრთხილებელ სიგნალად უკრაინის ტერიტორიაზე, შესაძლოა, ეკლესიის ზარებიც იყოს გამოყენებული. როგორც უმაღლესი რადას "ტელეგრამ" არხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ეკლესიის ზარების რეკვას გაიგებს, თავშესაფრებს უნდა მიაშუროს.

"ყურადღებით! - მთელ უკრაინაში განგაშის სიგნალად შესაძლოა ეკლესიის ზარების ხმა იქნას გამოყენებული. როგორც კი ზარების ხმას გაიგებთ, დაუყოვნებლივ თავშესაფარს შეაფარეთ თავი," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები