20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
"შემდეგი 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება" - ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ შემდეგი 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  

მათივე ცნობით, ბორის ჯონსონმა ზელენსკისთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გააკეთებენ ყველაფერს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ უკრაინამ თავდაცვითი დახმარება გარანტირებულად მიიღოს. 

ჯონსონმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით 40 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადასცემს. აღნიშული თანხა უკრაინელების სამედიცინო საჭიროებებს მოხმარდება.  

დღის ამბები