02 მაისი 2024,   17:31
ვრცლად
სანქციების შიშით, რომან აბრამოვიჩი ლონდონის ვილას ყიდის – ქონების ღირებულება 275 მლნ დოლარია

ბრიტანეთის პარლამენტის წევრის, კრის ბრაიანტის ინფორმაციით, ცნობილი რუსი ოლიგარქი, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი მოსალოდნელი სანქციების შიშით ბრიტანეთში საკუთარ ქონებას ყიდის, მათ შორის ლონდონში, კენგსინტონის მილიადერთა დასახლებაში მდებარე ვილას, რომლის ღირებულება "თაიმსის" ინფორმაციით, 275 მილიონი დოლარია. ამის შესახებ The Guardian იტყობინება. 

კრის ბრაინტმა Commons-ს განუცხადა: "ვფიქრობ, მას [აბრამოვიჩს] ეშინია სანქციების დაწესების, რის გამოც ის უკვე აპირებს ხვალ გაყიდოს თავისი სახლი და გაყიდოს სხვა ბინაც. ჩემი შფოთვა არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდხანს ვუგულებელყოფთ ამ საკითხებს." 

კონფლიქტის ფონზე ზომების პაკეტის გამოცხადებისას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ
"120 ბიზნესი და ოლიგარქი" დაზარალდება ახალი ფინანსური შეზღუდვებით. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე პირი იყო სამიზნე. 

55 წლის რომან აბრამოვიჩი არის რუსეთის და ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა შორის და ითვლება, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქად, თუმცა თავად აბრამოვიჩი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა და არც კრემლთან აქვს კავშირები.

აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩმა "ჩელსის" აქციები სამართავად უკვე გადასცა საქველმოქმედო ფონდს. 

გლობალური სანქციების გამო, რუსმა ოლიგარქებმა წელს უკვე 83 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

დღის ამბები