05 მაისი 2024,   17:16
ვრცლად
დღეიდან, რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT​-დან უკვე ოფიციალურად გაითიშა

დღეიდან, რუსეთის ბანკების ნაწილი SWIFT​-დან უკვე ოფიციალურად გაითიშა.

კონკრეტულად, SWIFT​-დან 7 რუსული ბანკია გათიშული: ВТБ, "Открытие", "Новикомбанк", "Промсвязьбанк", "Россия", "Совкомбанк" და ВЭБ. 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ დახურულ კარს მიღმა შეკრებილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სანქციებზე მსჯელობდნენ. საუბარია, რომ შემდეგი პაკეტის ფარგლებში სანქციები უკვე ბელარუსს დაუწესდეს, იმის გამო, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი აგრესორ პუტინს უკრაინაში ომის გაჩაღებაში ეხმარება. 

 

დღის ამბები