ლვოვში პერიოდულად განგაშის სიგნალი იმის, თუმცა, როდესაც განგაშის ხმა წყდება რიგითი მოქალაქეები საკუთარი ხელებით კამუფლირებულ ბადეებს ამზადებენ. უკრაინელი დევნილები საკუთარი ჯარისკაცების დასაცავ შესანიღბ ბადეებს საოცარი ხალისით აკეთებენ, მღერიან, ეცნობიან ნიუსებს და ცდილობენ ამაღლებული განწყობა შეინარჩუნონ.
ლვოვში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ცენტრია გახსნილი. განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ დევნილებს, მათი რაოდენობა რუსული აგრესიის პარალელურად იზრდება.
"ბევრი წლის წინ ამ ადგილას სამხედრო აღჭურვილობის მარაგები ინახებოდა, თუმცა ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ახლა კი გადავწყვიტეთ ჩვენი სამხედრო ძალებისთვის კამუფლირებული ბადეების მოქსოვა. ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს მოვიდნენ აქ და ყოველდღიურად შევქმნათ ეს ბადეები და გავგზავნოთ ისინი ჩვენი სამხედროებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში," - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
გარდა ამისა, განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ლვოვის რკინიგზის სადგური, სადაც დღის განმავლობაში აღმოსავლეთი და ცენტრალური უკრაინიდან ათასობით ადამიანი ჩადის. ცნობისთვის ქალაქი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. როგორც მერი აცხადებს, მსგავსი დატვირთვა რკინიგზის სადგურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.