04 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას, მე ვიტყოდი, სერიოზულ დარტყმას განიცდის - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, სერიოზულ დარტყმას განიცდის.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

"რუსეთის ეკონომიკა ახლა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, მე ვიტყოდი, სერიოზულ დარტყმას. არის პოტენციალი, გვაქვს გეგმები. ენერგიული მუშაობა მიდის, ფეხზე დავდგებით,"- ამბობს პესკოვი.

სანქციების ფონზე, რუსეთში შემოღებულ სპეციალურ ზომებთან დაკავშირებით პესკოვმა განაცხადა, რომ ეს განპირობებულია "მტრული ხასიათის გარკვეული ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ, შეარყიონ რუსეთის ეკონომიკის მთლიანობა".

პესკოვის თქმით, ეს არამეგობრული ზომები უპრეცედენტო ხასიათისაა და ამ პირობებში რუსეთმა უნდა იმოქმედოს მტკიცედ, გააზრებულად და ნათლად.

დღის ამბები