24 აპრილი 2024,   18:18
ვრცლად
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა არ გზავნის ჯარებს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებით, ამერიკა არ გზავნის ჯარებს უკრაინაში რუსეთთან საბრძოლველად. ამის შესახებ მან NBC-ის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არის პრობლემა, რომელსაც - "ჩვენ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან ეს საშინელებაა და წარმოადგენს ყველა სტანდარტისა და პრინციპების დარღვევას". 

"რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ, ეს არის, როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ამერიკული ჯარების უკრაინაში გაგზავნა რუსეთთან საბრძოლველად როგორც ხმელეთზე, ისე ჰაერში. თუმცა, ჩვენ მტკიცედ ვართ მზად, დავიცვათ ნატოში ჩვენი ალიანსი და ჩვენი მოკავშირეები," - განაცხადა კამალა ჰარისმა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე დაეხმარება მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დღის ამბები