01 მაისი 2024,   21:51
ვრცლად
ჰააგამ რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულზე საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვის გამოძიება დაიწყო

ჰააგამ რუსეთის მიერ ჩადენილი შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო. სისხლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პირველადი ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ უკრაინაში შესაძლოა ჩადენილია ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები.

ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით 39-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ მიმართა. ამან საშუალება მისცა პროკურორს მოსამართლეთა ნებართვის გარეშე პირდაპირ გამოძიებაზე გადავიდეს.

ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვაა - მისი ინიციატორი ბრიტანეთის ხელისუფლებაა.

დღის ამბები