16 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

"ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება ეს გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც "ბასიანის" მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი.

ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება - ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში.

ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს. მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა - პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან და მომავლის წინააღმდეგ მარტო დაგტოვებენ პირისპირ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან," - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები