შავი ზღვის აკვატორიაში სადესანტო რაზმის გადაადგილება შეინიშნება - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც შედგება ოთხი დიდი სადესანტო ხომალდისგან, ასევე სამი სარაკეტო ნავი ახლავს თან, ოდესის მიმართულებით გადაადგილდებიან," - აცხადებს უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბი.