20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად სანზონაში ავარიული შენობა ჩამოინგრა - რა ვითარებაა თბილისში

თბილიში, სანზონაში ძლიერი ქარის შედეგად ავარიული შენობა ჩამოინგრა. დაზიანდა შენობასთან მდებარე ავტომობილიც, რომელიც ნანგრევებში მოყვა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ნაძალადევის გამგეობა, მათივე ცნობით, ჯგუფი უკვე გასულია ერწოს ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის აღსაწერად.

გარდა ამის, ქალაქის მაშტაბით ძლიერი ქარმა მოგლიჯა ხეები, სახურავები გადახადა შენობებს, რის შედეგადაც დაზიანდა ათეულობით მანქანა. როგორც თბილისი მერიამ "რუსთავი2-ს" განუცხადა მსგავსი შემთხვევები ძირითადად გლდანში და დიღომში დაფიქსირდა. 

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, 112-ში 30-მდე ზარი დაფიქსირდა. 

დღის ამბები