27 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
"ახლა არ არის კარგი დრო!" - ტომას ჰენდრიკის განცხადებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპოზიციაში პასუხობენ

უკრაინის კონტექსტში საქართველოს შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა- ტომას ჰენდრიკ ილვესი Twitter -ზე წერს რა მოხდება, ქართველებმა რომ გადაწყვიტონ, რომ ახლა კარგი დროა, შეხედონ რუსების მიერ ოკუპირებულ მათ ტერიტორიებს. ილვესის ამ კომენტარს შეფასებები მოჰყვა თბილისში.

პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ახლა არ არის იმის დრო, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სამხედრო მოქმედებები დაიწყოს.

"ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული უშიშროების საკითხებზე ქვეყნის შიგნით საქმიანი საუბარი და ჩვენ ამ ტიპის საუბრებს ვერ ვხედავთ,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ როცა რუსის ჯარი დამარცხდება მათ ავტომატურად მოუწევთ საქართველოს ტერიტორიების დატოვება.

"ახლა არ არის კარგი დრო, კარგი დრო იქნება მაშინ, როდესაც რუსი ჯარი დამარცხდება ავტომატურად მოუწევს რუსის ჯარს საქართველოს ტერიტორიების დატოვება. ხოლო საქართველო უნდა მოემზადოს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები