06 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
უკრაინაში დარეგისტრირებული რუსეთის მოქალაქეების საკუთრება იძულებით ჩამორთმევას დაექვემდებარება - ზელენსკიმ შესაბამის კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვ.ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს "რუსეთის ფედერაციისა და მისი მაცხოვრებლების უკრაინაში არსებული საკუთრების იძულებითი ჩამორთმევის ძირითადი პრინციპების შესახებ".

ეს კანონი განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის, როგორც სახელმწიფოს, რომელმაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინისა და მისი მაცხოვრებლების წინააღმდეგ, საკუთრების უფლების იძულებით ჩამორთმევას(მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს სამხედრო აუცილებლობა).

კანონის თანახმად, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის და მისი მაცხოვრებლების ქონების იძულებითი კონფისკაცია ხდება მათი ღირებულების ყოველგვარი კომპენსაციის/ანაზღაურების გარეშე, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის გათვალისწინებით.

დღის ამბები