20 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად თბილისის მერიის მიერ შექმნილ ხაზინაში უკვე მილიონი ლარი შეგროვდა - კახა კალაძე

თბილისიდან 50 ტონამდე ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში სახმელეთო გზით, სატვირთო ავტომობილებით დღის ბოლოს გაგზავნიან. მძღოლები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ომის გამო სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს. ბელიაშვილის ქუჩაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი თბილისის მერის ორგანიზებით გაიხსნა - პროცესში ბიზნესი და მოსახლეობაც ჩაერთო.

თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, ხაზინაში, რომელიც თბილისი მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად შექმნა უკვე მილიონი ლარი შეგროვდა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ ტვირთს, კალაძის თქმით პროდუქტი, რომელიც ოფიციალურად იყო საბუთებით მოწოდებული გაიგზავნა წითელი ჯვრის მეშვეობით, ხოლო პროდუქტი, რომელიც საზოგადოებამ მიტანა, უკრაინაში სახმელეთო გზით წაიღებს. 

დღის ამბები