20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ჩამორთმეული იახტები, გაყიდული ვილები და გაყინული ანგარიშები - რუსი ოლიგარქების "შავი სია" ფართოვდება

რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის მრავალმილიარდიან ქონებას მძიმე დღეები უდგას. დაყადაღებული საბანკო ანგარიშები, ჩამორთმეული ვილები და მილიონებად შეფასებული ქონება. ალიშერ უსმანოვის კაპიტალი 18 მილიარდს აღწევს, თუმცა საერთაშორისო სანქციების გამო, ეს ციფრი ყოველდღიურად მცირდება.

ჯო ბაიდენი ერთადერთი ლიდერი არ არის, რომელმაც პუტინის ოლიგარქები მიზანში ამოიღო. შეერთებული შტატები, კანდა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი - გლობალური სანქციების ქვეშ მოხვდნენ კრემლთან დაახლოებული სხვა მილიარდერებიც. მათ შორისაა რომან აბრამოვიჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლონდონში 230 მილიონად შეფასებული სასახლე გასაყიდად გამოიტანა, ისევე როგორც საფეხბურთო კლუბი ჩელსი, თუმცა ცნობილმა ოლიგაქრმა ლონდონური ქონების გასხვისება ვერ მოასწრო.

სანქციებით გამოწვეული დისკომფორტი ელით რუსული მეგაკორპორაციებისა და ჰოლდინგების მფლობელებს. დასავლეთის "შავ სიაში" არიან: ოლეგ დერიპასკა, იგორ სეჩინი, ალექსეი მილერი, მიხაილ ფრიდმანი.

დასავლური სანქციების გამო მილიარდერის სტატუსი დაკარგა ოლიგარქმა ოლეგ ტინკოვმა, რომლის ქონება 5 მილიარდიდან 850 მილიონამდე შემცირდა. მთლიანობაში კი, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქებმა დაახლოებით 100 მილიარდი უკვე დაკარგეს.

ოლიგაქრების სანქცირების პარალელურად, რუსულ ბაზარს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ დასავლეთის უმსხვილესი კომპანიები და მსოფლიოში ცნობილი ბრენდები - "მაკდონალდსი", "პეპსი", "სტარბაქსი", "ეიფლი", "იკეა", "ფილიპ მორისი", საავტომობილო გიგანტები. ამ დროისთვის რუსეთში საკუთარი წარმომადგენლობები 300-ზე მეტმა კომპანიამ დახურა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.

დღის ამბები