04 მაისი 2024,   20:46
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტში მივა

ხვალ პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი 14 მარტს საკანონმდებლო ორგანოში მიდის.

სხდომა, სადაც პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით გამოვა, 12:00 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.

დღის ამბები