25 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
პირი, რომელიც ჩარიცხვის აპარატებთან სხვების პინკოდებს იმახსოვრებდა და თანხებს საკუთარ ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინფორმაციით,პოლიციამ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1987 წელს დაბადებული შ. ს. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებითა მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური "ზერო" ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.

შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტი,"- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები