კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მოლაპარაკების თემა ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიებია. რა შედეგით დასრულდება მორიგი რაუნდი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს მხარეები განსხვავებულ ფორმატში, ონლაინ საუბრობენ.
"მოლაპარაკებები. მეოთხე რაუნდი მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე. რთული საუბარი იქნება. რუსეთის ფედერაციამ კი იცის თავისი აგრესიული ქმედებების აბსურდულობა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ილუზიაში, რომ 19-დღიანი ძალადობა მშვიდობიან ქალაქებზე - სტრატეგიის სწორი არჩევანია. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენი სამხედროები თავს სწირავენ და იბრძვიან სამშობლოსთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.