04 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
კიევთან, ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ჟურნალისტი დაიჭრა - მისი მდგომარეობა უცნობია

რუსული საოკუპაციო ძალების სამიზნე, უკრაინაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები არიან. კიევთან ამერიკული ტელეკომპანიის, "ფოქს ნიუსის" ჟურნალისტი დაიჭრა.

ინფორმაციას თავად "ფოქსი" ავრცელებს, თუმცა არ აკონკრეტებს რეპორტიორის ვინაობას და მის ამჟამინდელ მდგომარეობს. რამდენიმე საათით ადრე კი, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, უკრაინაში ბრიტანელი ჟურნალისტის დაჭრის ინფორმაცია გაავრცელა.

მისი ცნობით, რეპორტიორს ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და რეანიმაციაში იმყოფება. შეგახსენებთ, ორი დღის წინ ოკუპანტებმა ირნეპში მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, მძიმედ დაშავდა მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი კოლეგა.

დღის ამბები