როგორი იქნება ფინალი, ეს შეკითხვა პრეზიდენტ პუტინს უნდა დაუსვათ - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენიფერ ფსაკმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ საუბრისას, პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"როგორი იქნება ფინალი - ეს შეკითხვა პრეზიდენტ პუტინს უნდა დაუსვათ. ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მისი ეკონომიკა. ჩვენ უკრაინელებს აღმოვუჩინეთ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება, რითაც ხელი შევუწყვეთ მათ იმაზე დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება წარმოიდგენდა. და ახლა მან (პუტინმა) თავად უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები," - აღნიშნა ფსაკმა.