04 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
რაზე ისაუბრა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას - მთავარი აქცენტები მინისტრის მოხსენებიდან 

უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურმა განცხადება პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გააკეთა. უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

საკუთარი გამოსვლა ვახტანგ გომელაურმა სამძიმრით დაიწყო, მან 12 მარტს რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ ინსპექტორების ოჯახებს მიუსამძიმრა, რომელთაც დღეს დაკრძალავენ.

ამის შემდეგ მან წარადგინა ანგარიში, ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და რეფორმების შესახებ.

რაც შეეხება დეპუტატების კითხვებს, კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე როგორც დაანონსებული იყო, ინტერესდებიან არის თუ არა სახელმწიფო საზღვარზე კონტროლი გაძლიერებული, ხომ  არ არის რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა მკვეთრად მომატებული და ამასთან, რა გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს საქართველოზე და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოებაზე.

მსგავსი კითხვებით არის წარმოდგენილი მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც.

დღის ამბები