04 მაისი 2024,   21:22
ვრცლად
მხარს ვუჭერთ უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამხოლოდ თავისი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისა და პოლონეთისთვის - მათეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკი საქართველოში იმყოფება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, მან კიდევ ერთხელ გამოხატა თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და დაგმო რუსული აგრესია.

"დღეს მაქვს დიდი სიხარული და პატივი, პირველად ვიმყოფები ამ ულამაზესს ქვეყანაში, რომელიც არის კეთილგანწყობილი პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დარგში. 

მინდა გავიხსენო ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც თქვა 2008 წლის 12 აგვისტოს, ეს სიტყვები სამწუხაროდ გამართლდა - დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიური ქვეყნები და შეიძლება მოვიდეს დროს ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, რომ ზოგისთვის სასაცილოც იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს გასაგები იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა რომ ეს სიტყვები იყო წინასწარმეტყველება. ძალიან მძიმეა რომ ეს ყველაფერი ასრულდა ნაწილობრივ და ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც არის გამოწვეული მილიტარული შეტაკებით რუსეთის მიერ უკრაინაზე, ამიტომაც იარუსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და ჩვენ იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მთლიანად უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამხოლოდ თავიანთი ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისა და პოლონეთისთვისაც. ამიტომ მინდა საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, ორივე ერი, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისათვის," - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები