03 მაისი 2024,   13:50
ვრცლად
არასაფრენი ზონის შემოღება ნიშნავს, რომ ბრძოლაში ხარ რუსეთთან, ამის გაკეთებას არ ვაპირებთ - ლოიდ ოსტინი

პენტაგონის ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამერიკის თავდაცვის მდივნის განცხადებით, აშშ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შემოღებას ეწინააღმდეგება, რადგან ეს რუსეთთან ბრძოლაში შესვლას ნიშნავს, თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს უკრაინელების მხარდასაჭერად. 

ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსების თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზეც. 
 
"ყველანი შოკირებული ვართ იმ სისასტიკით, რომლის მომსწრენი დღითი დღე ვართ. თავდასხმები, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, როგორც ჩანს, პირდაპირ მშვიდობიანი მოსახლეობისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, თუ თავს ესხმი და უმიზნებ მშვიდობიან მოსახლეობას, ეს დანაშაულია. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალები არ იბრძოლებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მათი ტერიტორიის დასაცავად ძალისხმევაში. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ არასაფრენი ზონის შემოღება, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ბრძოლაში ხარ რუსეთთან. ეს არის ის, რის გაკეთებასაც არ ვაპირებთ. რეალურად, ცის გასაკონტროლებლად, უნდა გამორთო საჰაერო თავდაცვითი სისტემა ხმელეთზე. ზოგიერთი ასეთი საჰაერო თავდაცვითი სისტემები რუსეთშია და არ არსებობს ამის გაკეთების მარტივი გზა," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. 
 
 
დღის ამბები