კახეთში უამინდობა გრძელდება. თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აკრძალულია.
როგორც საგზაო სამმართველოში აცხადებენ, აქტიურად იწმინდება გზა, იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა სამუშაოებს რთული რელიეფი და უხვი ნალექი აფერხებს.
მათივე განმარტებით, ადგილზე რადენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და უახლოეს საათში მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის ამ მიმართულებით აკრძალვა მოიხსნება.
რაც შეეხება რეგიონში მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ ცენტრალურ გზას, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.