უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის მიმართულებით რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მიერ დაქირავებული პირების გადაადგილება შეინიშნება - მონაცემებს უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მათი მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკის, ანდრეი ერმაკისა და დენის შმიგალის ლიკვიდაციაა.
ცნობისთვის, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" (ЧВК "Вагнер") არაოფიციალური შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც მასმედიაში ხშირად მოიხსენიება როგორც რუსული სამხედრო კერძო კომპანია. ასევე, ცნობილია, რომ 2014 წლიდან სწორედ აღნიშნული სამხედრო ჯგუფის წევრები უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, შემდგომ კი სირიაში.