26 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
პროკურატურამ სამეგრელოში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ორ მფლობელს დაუბრუნა

პროკურატურამ სამეგრელოში უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ორ მფლობელს დაუბრუნა. იმ საჯარო მოხელეების მიმართ, კი ვინც დანაშაულში ამხილეს, გამოძიება გრძელდება.

ასევე, პროკურატურის ცნობით, მიიღეს გადაწყვეტილება გადაისინჯოს წინა ხელისუფლების დროს, გასამართლებული ორი პირის განაჩენები. მათ შორის, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის გაგი ხვედელიძის, რომელსაც გამოძიების ინფორმაციით, სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

კიდევ ერთი პირი, ვისი განაჩენიც გადაიხედება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

დღის ამბები