09 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში დღეს თურქეთის მოთხოვნით ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

განხილვის მთავარი თემა სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო საჰაერო ოპერაცია და საზღვარზე შექმნილი ვითარებაა.

ოფიციალური ანკარა ალიანსის მხრიდან მხარდაჭერას ელის. პარალელურად თურქეთი ისლამისტებთან კავშირში ეჭვმიტანილების და ქურთი მებრძოლების დაკავებას განაგრძობს.

ბოლო ერთ კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის 50 უცხოელი მებრძოლია.

 
დღის ამბები