27 აგვისტო 2026,   21:24
ვრცლად
გერმანიის მთავრობა კვლავ არ პასუხობს უკრაინის მოთხოვნას იარაღთან დაკავშირებით - გერმანიაში უკრაინის ელჩი

გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი ამბობს, რომ უკვე სამი კვირა გავიდა გერმანიის მთავრობა კი კვლავ არ პასუხობს უკრაინის მოთხოვნას იარაღთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წერს, უკრაინის მთავრობამ გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფედერალურ თავდაცვის სამინისტროს სიტყვიერი ნოტა 3 მარტს გაუგზავნა, სადაც სხვადასხვა ტიპის იარაღს ითხოვდა.

საუბარია ტანკებზე და ჯავშანტრანსპორტიორებზე, საარტილერიო სისტემებზე, თვითმავალ ჰაუბიცებზე, საბრძოლო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებზე. სიაშია ასევე მსუბუქი საზენიტო სისტემები, სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავები.

ამავე დროს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის 2000 დამატებითი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის გადაცემას გეგმავს.

დღის ამბები