04 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
რატომ გაუჩინარდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი - კრემლის პრესსპიკერის კომენტარი

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, რომელსაც მედიასთან ყოველთვის აქტიური ურთიერთობა ჰქონდა, 11 მარტის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მინისტრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

შოიგუს გაუჩინარების შესახებ ჟურნალისტებმა დღეს კრემლის პრესსპიკერს ჰკითხეს - დმიტრი პესკოვის თქმით, თავდაცვის მინისტრს მედიასთან ურთიერთობის დრო ახლა არ აქვს, რადგან მას უამრავი საქმე აქვს.

"მიმდინარეობს სპეციალური საომარი ოპერაცია, რა თქმა უნდა, ახლა არ არის დრო მედიაში აქტიურობისთვის, ეს სრულებით გასაგებია," - განაცხადა პესკოვმა. 

კითხვაზე, არის თუ არა სიმართლე მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, კრემლის პრესმდივანი პასუხობს, რომ ამ კითხვით ჟურნალისტებმა თავდაცვის სამინიტროს უნდა მიმართონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები